დაძმობილების (TWINNING) პროექტის ფარგლებში საკანონმდებლო საკითხებზე სემინარი გაიმართა
11 მარტი, 2013

სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ 11-14 მარტს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ თემაზე - „ელექტრონული მმართველობის საუკეთესო საკანონმდებლო გამოცდილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარი დაძმობილების პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მას 20-მდე მონაწილე დაესწრო.

სემინარის მსვლელობისას მოწვეული აუდიტორია გაეცნო ავსტრიასა და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის კანონმდებლობის მთავარ პრინციპებს, მისი მიღებისა და დანერგვის გამოცდილებას. კერძოდ, პირველი დღე დაეთმო ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების საკითხებს. ასევე სემინარის მსვლელობისას განხილულ იქნა ელექტრონულ მმართველობასთან, მონაცემთა დაცვასა და ელექტორნულ კომერციასთან დაკავშირებული ინიციატივები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტელეკომუნიკაციის რეგულირება და მისი განხორციელება ავსტრიაში.

პროექტის იურიდიული კომპონენტის საბოლოო მიზანია აღნიშნული სემინარისა და სხვა თანმდევი ღონისძიებების შედეგად ელექტრონული კომერციის, ელექტრონული მმართველობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება. სემინარზე მოწვეულნი იყნენ საქართველოს იუსიტციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სემინარს ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის, კერძოდ კი ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, IDFI და სხვა.

სემინარს უძრვებოდნენ კვალიფიციური ევროპელი ექსპერტები: გერჰარდ ლაგა, პიტერ კუსტორი, რუდიგერ გრიმი, ვალტროტ კოჩი და სვენ გშვეიტლი.

დაძმობილების პროექტს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ავსტრო-გერმანულ კონსორციუმთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოში ელექტრონული მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა.