დამტკიცდა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა
14 მარტი, 2013

2013 წლის 11 მარტს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა იმ სუბიექტთა ჩამონათვალი, რომლებიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემების კატეგორიას დაექვემდებარა.

აღნიშნული ბრძანება მკაფიოდ საზღვრავს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვალდებულნი არიან საკუთარ უწყებებში აღნიშნული კანონით გათვალისწინებული რეგულაციები განახორციელონ.

აღნიშნული რეგულაციები, ერთი მხრივ, წარმოადგენს კანონის აღსრულების მექანიზმს, ვინაიდან დეტალურად განსაზღვრავს კანონიდან გამომდინარე ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელოვან ასპექტებს, ხოლო მეორე მხრივ, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებს დაეხმარება კანონის უკეთ იმპლემენტაციის პროცესში.

მონაცემთა გაცვლის სააგენტო იმ ორგანიზაციბისთვის, რომლებსაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების კატეგორია მიენიჭათ, პერიოდულად განახორციელებს სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებას - შესაბამისი პრესონალის ტრენინგებს, სატელეფონო კონსულტაციებს და კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

ამასთან ,,ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის“ შესაბამისად მონაცემთა გაცვლის სააგენტომ გამოსცა შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ბრძანება „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“;
ბ) ბრძანება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;
გ) ბრძანება „ქსელური სენსორის კონფიგურაციის წესების შესახებ“;
დ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“;
ე) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურებისა და ავტორიზაციის საფასურის შესახებ“;
ვ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის შესახებ“;
ზ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“.

კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების სრუილი ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1867646&lang=ge