მონაცემთა გაცვლის სააგენტომ საჯარო და კერძო სექტორისთვის ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ტრენინგები ჩაატარა
18 თებერვალი, 2013

11-15 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტკის სამმართველოს თანამშრომლებმა საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგის მიზანია გააცნოს ორგანიზაციების შესაბამის პერსონალს ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი მიზნები და მოთხოვნები, რაც ორგანიზაციამ უნდა დააკმაყოფილოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბების, დანერგვის, ფუნქციონირებისა და გაუმჯობესების ყველა ეტაპზე.

სატრენინგო
კურსის შინაარსი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: შესავალი ინფორმაციულ უსაფრთხოებაში, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი.

ტრენინგს ესწრებოდა 23 მონაწილე, რომლებმაც ჩააბარეს საფინალო ტესტი და გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.