ვორქშოპი თემაზე - „ელექტრონული მმართველობის ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები ევროკავშირში“
06 თებერვალი, 2013

სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის - „ელექტრონული მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გამართა სამდღიანი სემინარი თემაზე - „ელექტრონული მმართველობის ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები ევროკავშირში“.

სემინარის მსვლელობისას მოწვეული აუდიტორია გაეცნოევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინფორმაციული საზოგადოებისა და ელ-მმართველობის განვითარების ეროვნულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს, ასევე განხილულ იქნა ევროპის ციფრული მომავლის (Digital Agenda for Europe) პროექტი. სამდღიანი სემინარის საბოლოო მიზანია, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებისა და ქართული სინამდვილის გათვალისიწნებით, მოხდეს ელ-საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ძირითად პარტნიორებთან დისკუსიისა და შეთანხმების საფუძველზე.

ელ-საქართველოს სტრატეგიულ დოკუმენტში ასახული იქნება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების, მათი გამოყენებისა და ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბების მასტიმულირებელი აქტივობები. იდენტიფიცირებული იქნება ელ-მმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალი, ბიზნესისა და საზოგადოებრივი სექტორის ჩართულობისა და საკანონმდებლო, მარეგულირებელი და ტექნიკური გარემოს საკითხები.

სემინარი ჩაატარეს კვალიფიციურმა ევროპელმა ექსპერტებმა.