ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხიების საკითხებზე სემინარი გამართა
01 თებერვალი, 2013

2013 წლის 31 იანვარს - 1 თებერვალს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარის მუშაობაში, საქართველოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და უკრაინის საჯარო უწყებათა წარმომადგენლებმა, ხოლო სემინარს უძღვებოდნენ ქართველი და ფინელი ექსპერტები ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დარგში.

სემინარზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ინფრომაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი და სხვა საკითხები. სემინარი ასევე მოიცავდა ექსპერტთა პრეზენტაციებსა და ერთდღიან ტრენინგს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე.

ინფორმაციული უსაფრთხოების სემინარი წარმოადგენს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის საჯარო მმართველობის რეფორმის პლატფორმის სამოქმედო გეგმის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 2012 წელს უკვე ჩატარდა რამდენიმე მსგვასი ღონისძიება და შეხვერდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით.

პრეზენტაციების ჩამოსატვირთად მიყევით მბულს.