მონაცემთა გაცვლის სააგენტომ დაძმობილების (TWINNING) პროექტი დაიწყო
07 დეკემბერი, 2012
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ და ავსტრიის ევროპული ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების სააგენტომ სასტუმროშიშერატონ მეტეხი პალასიდაძმობილების (TWINNING) პროექტის დაწყების ოფიციალურ ღონისძიება გამართეს.

დაძმობილების
(TWINNING) პროექტის მიზანია საქართელოში ელექტრონული მმართელობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

ღონისძიების მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა.

პროექტი
საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების მხრივ სამ ძირითად ეტაპად იყოფა: 1) აღნიშნული მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში ადაპტირებული პრაქტიკის საუკეთესო მოდელების ქართულ რეალობაში იმპლემენტაცია; 2) შესაბამისი რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვა 3) ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ფუქნციონირების უზრუნველყოფა მძლავრი ინსტიტუციონალური მექანიზმის - კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT) მეშვეობით.

პროექტის ძირითადი მიზანია იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის არსებითი დახმარების გაწევა, რათა ეფექტურად შევძლოთ ბოლო ხანებში ინიცირებული ელექტრონული მმართველობის სტრატეგიის განხორციელება. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი, სხვა პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. გვქონდეს შესაძლებლობა, რომ გავიაზროთ ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მათთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორებისა და დონორების მისწრაფებას დაეხმარნონ საქართველოს ინფორმაციული საკომუნიკაციო სფეროს განვითარებაში.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

პროექტის
ხანგრძლივობაა 18 თვე. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ. სავარაუდო ბიუჯეტი - 1.2 მილიონი ევრო.

„ელ-მმართველობის მიზანია საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობის და ხარისხის გაძლიერება და გაზრდა. ელ-მმართველობა ამარტივებს კომუნიკაციას მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის, ამცირებს ხარჯებს და ამავდროულად მნიშვნელოვნად აჩქარებს შიდა პროცედურებს. საჯარო სერვისების ხარისხი და გამჭვირვალობა იზრდება ყველას საკეთილდღეოდ. ასე რომ, ტერმინი ელ-მმართველობა თანამედროვე სახელმწიფოს სიმბოლოდ მოიაზრება.“ - კრისტიან რუპი, სპიკერი, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცელარია.

პროექტის
ხორციელდება ევროკავშირის ,,დაძმობილებისპროგრამის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოების საჯარო დაწესებულებების თანამშრომლობას მათ პარტნიორებთან ევროკავშირის ქვეყნებში.