საქართველოში ონლაინ რეჟიმში პირველი კომპანია დარეგისტრირდა
05 დეკემბერი, 2012

2012 წლის 30 ნოემბერს საქართველოში ონლაინ რეჟიმში პირველი კომპანია დარეგისტრირდა. მოქალაქის პორტალზე MY.GOV.GE ბიზნესის ონლაინ დარეგისტრირების ფუნქციით შპს მერკატუს კაპიტალის დამფუნძნებელმა ვლადიმერ ტყეშელაშვილმა ისარგებლა.

ამის აღსანიშნავად ვლადიმერ ტყეშელაშვილს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ სპეციალური სერთიფიკატი გადასცა.

„ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. მოხარული ვარ, რომ პირველი აღმოვჩნდი, ვინც საქართელოში კომპანია ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირა. ეს არის ძალიან მარტივი პროცედურა, რომელიც სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად ხორციელდება. კომპანიის დარეგისტრირება 100%-ით ონლნაინ რეჟიმში ხდება, რაც ძალიან მოსახერხებელია.“ - ვლადიმერ ტყეშელაშვილი, შპს მერკატუს კაპიტალის დამფუძნებელი.