მოქალაქის პორტალს MY.GOV.GE ბიზნესის ონლაინ რეგისტრაციის ფუნქცია დაემატა
29 ნოემბერი, 2012

ბიზნესისის ონლაინ რეგისტრაცია მოქალაქის პორტალიდან MY.GOV.GE უკვე შესაძლებელია. მონაცემთა გაცვლის სააგენტომ დაასრულა პორტალზე აღნიშნული ფუნქციის ინტეგრაცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დაარეგისტრიროს საქართველოში ბიზნესი.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ბიზნესის რეგისტრაციის მოდულის პორტალის სტრუქტურაში ინტეგრაცია ერთ-ერთ ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა.

„თავისი არსით ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ბიზნესის დარეგისტრირების მსურველს უხსნის სხვადასხვა სახის ბიუროკრატიულ ბარიერს, რაც აქამდე ამ პროცედურას ახლდა და სასშუალებას აძლევს მარტივად, ზედმეტი პროცედურების გარეშე დაარეგისტრიროს საკუთარი ბიზნესი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.


ბიზნესის ონლაინ დასარეგსიტრირებლად მომხმარებელს უნდა გააჩნდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული ბარათი
eID.