კიბერშპიონაჟი საქართველოს წინააღმდეგ
24 ოქტომბერი, 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.GOV.GE) 2011 წლის თებერვლიდან ახდენდა დაკვირვებას ვირუსზე, რომელსაც ოფიციალურად Win32/Georbot ეწოდა.

ვირუსის გავრცელების წყაროს წარმოადგენდა საქართველოში განთავსებული სხვადასხვა საინფორმაციო საიტები. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი საიტი სამთავრობო სტრუქტურასაც ეკუთვნოდა.

Win32/Georbot წარმოადგენს ვიურსს, რომელიც გამოირჩევა კომპიუტერულ სისტემებში მაღალი შეღწევადობის უნარით და შეუძლია ნებისმიერი სახის დოკუმენტზე მართლსაწინააღმდეგო წვდომა, ასევე შეუძლია მფლობელისგან დამოუკიდებლად პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, ასევე მომხმარებლის კომპიუტერის სამუშაო დაფის გადაღება და ყველა ამ ინფორმაციის გადაგზავნა ვირუსის მმართველ კომპიუტერზე

„ჩვენი სააგენტოს თანამშრომლების მიერ აღნიშნული ვიურსი 2011 წლის თებერვალი იქნა აღმოჩენილი.
ამასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დავიწყეთ ვირუსის გაუვნებელყოფის სამუშაოები. ამ პროცესში აქტიურად ვთაბანშრომლობდით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან. აღნიშნული ვირუსი თავისი სტრუქტურითა და ხასიათით უნიკალურია დღემდე გამოვლენილ ვირუსულ პროგრამებს შორის. ასევე აღსანიშნავია, რომ ის მიზანმიმართულად მოქმედებდა ქართული სამთავრობო სტრუქტურების კომპიუტერული სისტემების წინააღმდეგ.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

დეტალური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  
კიბერშპიონაჟი საქართველოს წინააღმდეგ (PDF)