შსს აკადემიასა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
16 აგვისტო, 2012

2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ კიბერდანაშაულის და კიბერუსაფრთხოების სწავლებისა და ტრენინგების საკითხებში. შსს აკადემია სამომავლოდ პოლიციელთა საბაზისო კურსების მომზადების პროგრამაში კიბერდანაშაულის როგორც თეორიული ისე პრაქტიკული საკითხების დამატებას გეგმავს.

„მოახარულნი ვართ, რომ ჩვენსა და პოლიციის აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენ მზად ვართ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ შსს აკადემიის მსმენელებს და მონაწილეობა მივიღოთ მათთვის კიბერდანაშაულის შესახებ სპეციალური პროგრამის მომზადებაში.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრსოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.