მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლონელმა ექსპერტებმა გამოცდილება გაუზიარეს
20 მარტი, 2012
 ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამის TAIEX-ის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პოლონეთის კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT) წარმომადგენლები ეწვივნენ და ერთი კვირის განმავლობაში ამავე სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების თანამშრომლებისთვის სემინარი გამართეს.

პოლონელმა კოლეგებმა CERT.gov.ge-ს ჯგუფს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, გააცნეს პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული სიტუაციები და წარმოადგინეს საკუთარი რეკომენდაციები CERT.gov.ge-ს სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

„ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთმა ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარება, რაც სამომავლოდ ჩენს საქმიანობაში გამოგვადგება.“ - ირაკლი ლომიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.