საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით სემინარი გაიმართა
14 ივლისი, 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შეახებ სემინარი ჩატარდა.

სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საჯარო სექტორში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და შემდგომი განვითარების ეტაპზე სახელმწიფო ორგანოთა ჩართულობის, ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხებთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პერსპექტივებს. ასევე გაკეთდა პრეზენტაცია ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისი იმპლემენტაციისათვის საჭირო პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ.

სემინარი საქართველოს იუსტიციის მინისტის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ გახსნა. სემინარს ესწრებოდნენ სამინისტროების, სააგენტოებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.