ეროვნული კიბეროლიმპიადა 2019 - განაცხადების მიღება დაიწყო
08 მაისი, 2019

იუსტიციის სამინისტროსმონაცემთა გაცვლის სააგენტოსსამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE, იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

ეროვნული
კიბეროლიმპიადა გაიმართება 2019 წლის 31 მაისს და მისი მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია, ასევე, იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.

კიბეროლიმპიადაში
მონაწილეობის მიღება შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 25 წელი.

ოლიმპიადაში
მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩამოაყალიბონ მაქსიმუმ 3 წევრისგან შემდგარი გუნდი და გამოაგზავნონ განაცხადები 27 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cybercube@dea.gov.ge. გუნდი ასევე შეიძლება შედგებოდეს 1 ან 2 მონაწილისგან. რეგისტრაციისთვის საჭიროა მიეთითოს გუნდის დასახელება, გუნდის წევრთა რეზიუმეები (წევრთა რეზიუმეები სავალდებულო არ არის) და საკონტაქტო ინფორმაცია. შემოსული განაცხადების საფუძველზე სპეციალური ჟიური შეარჩევს 50 გუნდს.

პირველ
ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, თუკი ისინი გამოთქვამენ საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის სურვილს, აღნიშნული უნივერსიტეტი დაუფინანსებს ერთი წლის სწავლის საფასურს. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ეროვნულ
კიბეროლიმპიადაზე დაისმება კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ერთმანეთს გუნდებად დაყოფილი სტუდენტები შეეჯიბრებიან. ოლიმპიადის მონაწილეები სხვადასხვა კვლევითი და ლაბორატორიული სამუშაოს შედეგად გააანალიზებენ და გამოიკვლევენ 20 განსხვავებულ შემთხვევას და უპასუხებენ 50 შეკითხვას (თითოეული შემთხვევის ირგვლივ სხვადასხვა სირთულის 10 შეკითხვა), მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით კი დაითვლება საბოლოო სტატისტიკა.

იმისათვის
რომ, ოლიმპიადის მონაწილემ შეძლოს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება, აუცილებელია ფლობდეს საბაზისო ცოდნას შემდეგ სფეროებში: ნეტვორკინგი, კრიპტოგრაფია და ვებ დეველოპმენტი (Networking, Scripting, Web development).

ახალგაზრდა
თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, ურთიერთშეჯიბრის პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ ცოდნა. ეროვნული ეროვნული კიბეროლიმპიადა გაიმართება 2019 წლის 31 მაისს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში. კიბეროლიმპიადის ხანგრძლივობაა 1 დღე.