ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ სემინარი გამართა
23 აპრილი, 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ ელექტრონული მმართველობის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარის მუშაობაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა.

სემინარზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წამრმომადგენლებმა ისაუბრეს იმ მიღწევებზე და სამოამვლო გამოწვევებზე, რომელებიც საქართველოს აქვს ელექტრონული მმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით.

„მსგავსი სახის სემინარები საუკეთესო საშუალებაა, რომ ჩვენს უცხოეულ კოლეგებს გავაცნოთ საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების მხრივ არსებული სიტუაცია. ამ მხრივ წარსადგენი ნამდვილად ბევრია - დაწყებული მოქალის პირტალიდან, რომლის გაშვებაც უახლოეს მომავალში იგეგმება - დამთავრებული ელექტრონული ID ბარათებით, სხვადასხვა ელ
-სერვისების ერთ სივრცეში ინტეგრაციისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებით. გარდა ამისა, სემინარი შესაძლებლობას გვაძლევს მოვისმინოთ აღმოსავლეთ ევროპელი კოლეგებისგან მათი მოსაზრებები და დავსახოთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტიევები.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

სემინარის მონაწილეებს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს გარდა საკუთარ წარმატებულ პროექტებზე ესაუბრნენ საქართველოს სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც.