ყვარელში საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის მე-6 შეხვედრა ჩატარდა
09 ნოემბერი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოსინიციატივითა და კომპანია ISSP-ის მხარდაჭრრით იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის მე-6 შეხვედრა ჩატარდა.

დღეისათვის
სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყების წინაშე კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული არერთი გამოწვევა დგას. ამ გამოწვევებთან უფრო ეფექტიანად გასამკლავებლად კიბერუსაფრთხოების ფურუმი, რომელიც კერძო და საჯარო უწყებების პარტნიორობის კარგი მაგალითია, ყოვეწლიურად იკრიბება და განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიების დაცულობა, კიბერუსაფრთხოების დონის გაზრდისა და კიბერინციდენტებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმების შემუშავება, კიბერდანაშაულის პრევენციის გზები და საშუალებები, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი პროექტები, სერვისები და სხვა.

კიბერსივრცე, ნებისმიერი სხვა სივრცის მსგავსად, შესაბამის დაცვას საჭიროებს. კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქნილი მექანიზმების არსებობა და შეთანხმებული მოქმედება. ფორუმის მთავარი მიზანია გავაღრმავოთ საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, ერთობლივად დავაიდენტიფიციროთ საქართველოს კიბერსივრცეში არსებული რისკები და საფრთხეები და ვიმსჯელოთ მათი განეიტრალების მექანიზმებზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფორუმი ზუსტად ის პლატფორმაა, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტები ერთმანეთს გააცნოს,“ - აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოსთავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძე.

ფორუმის
მუშაობაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან დარგის 50-მდე სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოსინიციატივით 2012 წელს ჩამოყალიბდა და აერთიანებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის (სატელეკომუნიკაციო, საფინანსო, სატრანსპორტო სექტორები), ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებს.