„მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ISO 9001:2015 სერტიფიკატი 3 წლით გაუხანგრძლივდა
08 ნოემბერი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ წარმატებით გაიარა ISO 9001:2015 სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებული აუდიტირების პროცესი და აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედების ვადა 3 წლით გაიხანგრძლივა.

აუდიტის ფარგლებში შემოწმდა სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ დანერგილი ხარისხის მართვის სისტემა და აღიარებულ იქნა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობაზე შემდეგ სფეროებში:

-
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისთვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

- სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი სისტემის შექმნა;

- ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება;

- ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი სახის მომსახურების დანერგვა;

- მონაცემთა შენახვისა და მიწოდების სტანდარტის დადგენა;

- ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა;

- ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით მმართველობის ეფექტიანობის გაზრდა.

„აღნიშნული სერტიფიკატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ ჩატარებული დეტალური აუდიტის შედეგების მიხედვით ჩვენ ვაკმაყოფილებთ ISO 9001:2015 სტანდარტის ყველა კრიტერიუმს, ეს კი ჩვენი ორგანიზაციის, როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედი სუბიექტის მორიგ აღიარებას ნიშნავს,“ - ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.