საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა
12 აპრილი, 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის (IDFI) მიერ დაწესებული სპეცილური ჯილდო გადაეცა 2011 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2011 წლის შედეგები შეაჯამა და გამოავლინა ის საჯარო დაწესებულებები, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის მიწოდების პროცესში კანონით დადგენილი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულეს. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ საჯარო დაწესებულებებს.

„მოხარული ვართ, რომ აღნიშნული ჯილდო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსაც გადაეცა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ კანონით დაშვებული ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს.“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართელოს იუსტიციის სამინისტსო მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში აქტიურად ხორციელდებოდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, დამუშავება და მიღებული ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი. 2011-2012 წლებში პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 7339 განცხადება 229 საჯარო დაწესებულებაში.