ევროკავშირთან დაძმობილების პროექტმა (EU TWINNING) და „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ელ-საქართველოს შესახებ ონლაინ ვიქტორინის დაწყების შესახებ განაცხადეს
25 აპრილი, 2017


24 აპრილს, ევროკავშირთან დაძმობილების პროექტმა - „ელ-მმართველობის გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში
II”,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან“ ერთად, ელ-საქართველოს შესახებ „ფეისბუკზე“ ვიქტორინა დაიწყო.  ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ გადავიდნენ ბმულზე: https://goo.gl/USQiyx

ვიქტორინა ოფიციალურად გახსნეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიქსერმა და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგეტოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან დაძმობილების პროექტი, რომელიც ესტონეთის ხელმძღვანელობით ხორციელდება, არის ესტონეთს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი.


„წელიწადნახევრის განმავლობაში ესტონელმა ექსპერტებმა ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების კოლეგებთან ერთად, საქართველოს რეკომენდაციები გაუწიეს ელ-მმართველობის სამართლებრივი ჩარჩოს, ელ-სტრატეგიისა და ელ-სერვისების შესახებ“,
- განაცხადა სვენ მიქსერმა.

სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდმარემ
, ირაკლი გვენეტაძემ ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას, ვიქტორინაში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რადგან უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ციფრული განვითარების შესახებ.

„დღეისათვის
ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს ელ-სერვისებით სარგებლობა. იმედი მაქვს, აღნიშნული ვიქტორინა გაზრდის ელ-საქართველოს შესახებ ინფორმირებულობის ხარიხს“, - აღნიშნა „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ.

ვიქტორინა 10 ზოგადი შეკითხვისაგან შედგება და ეხება ელ-საქართველოს, ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერასა და ელ-ესტონეთს. ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.  მთავარ პრიზად დაწესებულია ახალი „iPhone“-ი, მეორე პრიზია სმარტფონი, ხოლო მესამე პრიზი კი HD ყურსასმენი. პრიზები გადაეცემათ იმ მონაწილეებს, რომლებიც სწორად უპასუხებენ ვიქტორინაში მოცემულ ყველა შეკითხვას. გამარჯვებულები 2017 წლის მაისის ბოლოს გამოვლინდებიან.

საქართველოში ელ-მმართველობის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირთან დაძმობილების პროექტი - „ელ-მმართველობის გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში II” 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ხანგრძლივობა 21 თვეა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 1.3 მილიონი ევროს ოდენობით.

პროექტი ხორციელდება ესტონეთის „ელ-მმართველობის აკადემიის“ მიერ, ესტონეთის სახელმწიფო კანცელარიასთან და იტალიის „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონსორციუმთან“ (ICT Consortium - CSI Piemonte) (ტურინი, იტალია) ურთიერთთანამშრომლობით. საქართველოს მხრიდან მთავარი პარტნიორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო.“


რამდენად კარგად იცნობ ციფრულ საქართველოს? შეამოწმე შენი ცოდნა და მოიგე შესანიშნავი პრიზები!


https://www.facebook.com/egovernancegeorgia/