გაეროს ელ-მმართველობის კვლევა 2012
12 მარტი, 2012

გაეროს ეელქტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსის მიზანია გაზომოს კონკრეტული ქვეყნის წარმატება ელექტრონული მთავრობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და შესაბამისი ინფრაქსტრუქტურის მშენებლობაში. 2012 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას არაურბანულ, დაშორებულ რეგიონებში. განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მობლური სერვისები, ელექტრონული სერვისების კიოსკები, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამთავრობო და კერძო ინსტიტუტების მომსახურების ხელმისაწვდომობა და სხვა მსგავსი ინოვაციები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლევას სამი ძირითადი მიმართულებით აწარმოებს: ონლაინ სერვისების სპექტრი და ხარისხი, ტელესაკომუნიკაცია ინფრასტრუქტურის განვითარების მდგომარეობა და ადამიანური რესურსების ჩართულობის ხარისხი.

საქართველო ამა თუ იმ ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების საერთო დონის შეფასებისას 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 2012 წლის კვლევაში 30 საფეხურით დაწინაურდა და 190 ქვეყანას შორის 100-ე საფეხურიდან 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ამ მაჩვენებლით საქართველო უკვე არის რეგიონის ლიდერი და უსწრებს თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ. აღნიშნულ სეგმენტში 2012 წლის კვლევით საქართველო 59 საფეხურით დაწინაურდა და 101-ე პოზიციიდან 42-ე ადგილზე გადმოინაცვლა.