ელექტრონული მმართველობის ხელშემწყობი სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი განვითარების საკითხებზე სემინარი იმართება
10 მარტი, 2016

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივითა და მონაწილეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა ორდღიანმა სემინარი, რომელიც საქართველოში ელექტრონული მმართველობის ხელშემწყობი სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისა და ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესების საკითხებს მიეძღვნა.

„ჩვენ დღეს ჩვენს დეპუტატებთან, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ევროკავშირიდან ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ თუ როგორ უნდა გადავიდეთ ეტაპობრივად და, სასურველია, საკმაოდ სწრაფად ისეთ სისტემაზე, რომელიც გულისხმობს ყველა საჯარო დაწესებულების ვალდებულებას, რომ ის სერვისები, რომელთაც ისინი გასცემენ მოქალაქეებსა და ბიზნესზე, ხელმისაწვდომი სავალდებულოდ იყოს ელექტრონულადაც“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, „ასევე მნიშვნელოვანია ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის თემაც, რომელიც გააადვილებს საჯარო დაწესებულებებსა და ბიზნესს შორის ურთიერთობას. იუსტიციის მინისტრის თქმით, „ძალიან ბევრი ბიზნესმენი ამას მიესალმება და ელოდება“.

„ამ სიახლეების დანერგვას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და ცვლილებათა პაკეტების გარშემო დღეს დავიწყეთ საჯარო დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ, სიიპ "მონაცემთა გაცლის სააგენტოს თავმჯდომარემ.

სემინარი იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებითა და ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.