მონაცემთა გაცვლის სააგენტომ დაძმობილების (TWINNING) რიგით მეორე პროექტი დაიწყო
09 ნოემბერი, 2015


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) რიგით მეორე პროექტის გახსნის ცერემონიალი გამართა.

პროექტის
მიზანია საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა. ელექტრონული მმართველობა ხელს უწყობს მოქალაქეების გამარტივებულ და ეფექტიან კომუნიკაციას სახელმწიფოსთან, ზრდის საყოველთაო კეთილდღეობის დონეს და ქვეყანას აყენებს თანამედროვე სახელმწიფოების რიგში.

ღონისძიების მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ.

პროექტი
ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით წარიმართება მუშაობა: ელ-მმართველობის განვითარება; საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობისა და ხარისხის გაძლიერება და გაზრდა; ევროკავშირის ქვეყნებში არსებული საუკეთესო გამოცდილების საქართველოში დანერგვა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოება; საზოგადოებაში საჯარო ელექტრონული სერვისების შესახებ ცნობიერების გაზრდა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ელ-საქართველოს სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერა.

მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი, სხვა პარტნიორებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესში. გვქონდეს შესაძლებლობა, რომ გავიზიაროთ ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მათთან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვაფასებთ ჩვენი პარტნიორებისა და დონორების მისწრაფებას დაეხმარნონ საქართველოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროსა და ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესში, ვინაიდან მათ გარეშე წამროუდგენელია ამა თუ იმ ორგანიზაციის, ინსტიტუტისა და, გნებავთ ქვეყნის, სრულყოფილი ფუნქციონირება“ - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

პროექტის
ხანგრძლივობაა 18 თვე. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ. ბიუჯეტი - 1.3 მილიონი ევრო.

„ელ-მმართველობის მიზანია საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდა. ელ-მმართველობა ამარტივებს სახელმწიფოსთან კომუნიკაციას მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის, ამცირებს ხარჯებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს შიდა პროცედურებს. ამასთან ერთად, საჯარო სერვისების ხარისხი და გამჭვირვალობის დონე იზრდება ყველას საკეთილდღეოდ. ასე, რომ ტერმინი - ელ-მმართველობა თანამედროვე სახელმწიფოს სიმბოლოდ მოიაზრება“ - ივარ ტალო, მუდმივი საერთაშორისო მრჩეველი, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი.

პროექტს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ესტონურ-იტალიური კონსორციუმი.

პროექტი
ხორციელდება ევროკავშირის დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებების თანამშრომლობას მათ პარტნიორებთან ევროკავშირის ქვეყნებში.